თამაშგარეს წესები იცვლება?

რეალური ცვლილებების ზღვარზე

ფიფაში თამაშგარე მდგომარეობის წესის ცვლილებაზე მუშაობა დაიწყეს. ბოლო შემთხვევა, რამაც ამ ორგანიზაციას წესების გადახედვისკენ უბიძგა, ლივერპულსა და ვულვეჰემპტონს შორის გამართული მატჩი იყო, სადაც მსაჯმა ძალიან სადავო ოფსაიდი დანიშნა. 

 

 

არსებული ინფორმაციით, ფიფას მაღალჩინოსნების ერთი ნაწილი თვლის, რომ რამდენიმე სანტრიმეტრიანი თამაშგარე, რომელიც სიტუაციაზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენს, აღარ დაფიქსირდეს. 

 

თუმცა, ბიუროკრატიულად ეს ყველაფერი შემდეგნაირად გადანაწილდება - ფიფა IFAB-ს (ფეხბურთის ასოციაციების საბჭოს) შუამდგომლობას გაუგზავნის და გადაწყვეტილებას დაელოდება.