ნეიმარი: რა მაღიზიანებს ფეხბურთში?

ეს პრობლემა ბრაზილიელებსაც აქვთ...

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერმა, რასიზმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთში ადამიანების უსამართლოდ ჩაგვრაზე მეტად არაფერი აღიზიანებს. მან მაგალითებად ტაისონისა და ბალოტელის შემთხვევები მოიყვანა

 

- ამ სპორტს რასიზმზე მეტად არაფერი ვნებს. გაიხსენეთ ტაისონის, დენტინიოსა და ბალოტელის შემთხვევები - ეს ჩემთვის მიუღებელია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს! გამიხარდებოდა, სტადიონზე მოსულ ყველა გულშემატკივარს ეს რომ ესმოდეს," - თქვა ნეიმარმა. 

 

ტაისონისა და დენტინიოს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა კიევის დინამოს გულშემატკივრებმა მიაყენეს, ბალოტელის კი - ვერონას.