დორტმუნდმა ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყო

როგორც ჩანს, ჰალნდის შეძენა ძვირი სიამოვნება იყო

დორტმუნდელთა ნახევარმცველს, იულიან ვაიგლს ბენფიკაში გადასვლამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმება აშორებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველი პორტუგალიელებს 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 

 

ვეიგლი გერმანული გრანდის რიგებში 2015 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგაში მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღო და თავი ერთხელ გამოიჩინა.

 

დიდი შანსია, კიდევ ერთი ბორუსიელი, მარიო გიოტცე ჰერტაში გადაბარგდეს, რადგან ბერლინელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლინსმანს მისი შეძენა ძალიან სურს, თანაც ფეხბურთელს ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

 

დორტმუნდმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი გააოფიციალურა და, როგორც ჩანს, კლუბს ბიუჯეტის შევსება დასჭირდა...