ოლივერ კანი ბაიერნში დაბრუნდა

ლეგენდარული გერმანელი რეკორდმაისტერს შეუერთდა

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მეკარე, ოლივერ კანი, გერმანულ კლუბში დაბრუნდა. მიუნხენელთა ლეგენდამ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

 

 

2019 წლის ზაფხულში კანმა კონტრაქტს ხელი მოაწერა. აღნიშნული ხელშეკრულება 2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.

 

 

შეგახსენებთ, ლეგენდარული მეკარე "რეკორდმაისტერის" ღირსებას 1994-2008 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან მიუნხენურ გრანდში 24 ტიტული მოიგო.