ნეიმარი 2019

ბრაზილიელი ათეულს მიღმა დარჩა

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა GetFootballNewsFrance-მა 2019 წლის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. აღნიშნულმა გამოცემამ პირველ ადგილზე კილიან მბაპე გაიყვანა, მეორეზე ანხელ დი მარია, სამეული კი ვისაკ ბენ იედერმა დაასრულა.

 

საგულისხმოა, რომ ნეიმარი მე-11 ადგილს დასჯერდა. პსჟ-ს ლიდერს მართლაც რთული წელი გამოუვიდა. ტრავმებისა და პირადი პრობლემების გამო ბრაზილიელს კარიერის მხრივ ბევრი პრობლემა ჰქონდა.

 

15 საუკეთესო ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება. 

 

1. კილიან მბაპე (პსჟ)

 

2. ანხელ დი მარია (პსჟ)

 

3. ვისაკ ბენ იედერი (მონაკო)

 

4. მარკინიოზი (პსჟ)

 

5. ტიაგო სილვა (პსჟ)

 

6. იდრისა გაიე (პსჟ)

 

7. მემფის დეპაი (ლიონი)

 

8. მარკო ვერატი (პსჟ)

 

9. მუსა დემბელე (ლიონი)

 

10. ტეჯი სავანიე (მონპელიე)

 

11. ნეიმარი (პსჟ)

 

12. მიკი მანიანი (ლილი)

 

13. ბაპტისტე სანტამარია (ანჟე)

 

14. ვალტერ ბენიტესი (ნიცა)

 

15. მაურო იკარდი (პსჟ)