სერიული მკვლელი

სპანულისმა გადაასწრო კიდევ ერთ უკვდავს - ესპანელ ხუან კარლოს ნავაროს.

ფენერბახჩემ (6:11) გასვლაზე აარტყა ოლიმპიაკოსს (6:11) 96:87. ფენერი საფლეიოფო ზონაში დაბრუნებას ცდილობს. ოლიმპიაკოსი ამ სეზონში ფლეი ოფამდე ვერ მივა. ნანდო დე კოლომ ბერძნული კლუბი 31 ქულით დაჭრა. დე კოლო ფენერის ყველაზე ბასრ ლანცეტად რჩება.

და, წაგების მიუხედავად, ეს დღე ერთ ბერძენს ეკუთვნოდა.

ლეგენდარულმა ვასილის სპანულისმა 14 ქულა აკრიფა.

ლეგენდარული ვასილის სპანულისი ევროლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ბერძენს უკვე 4 157 ქულა აქვს. 318 თამაშში. და, სპანულისმა გადაასწრო კიდევ ერთ უკვდავს - ესპანელ ხუან კარლოს ნავაროს (4 152, 341).  სპანულისი საშუალოდ, ესპანელზე წინ არის, მაგრამ რთული სათქმელია, ვინ იყო უკეთესი კარიერით. ნავაროც დაუნდობელია. ნავარომაც ეპოქა შექმნა.

 

ქულებში ევროლიგის ლიდერები ჩამოვყაროთ.

20. კაილ ჰაინსი (ბამბერგი, ოლიმპიაკოსი, ცსკა) – 2 336 (8.6).

19. შარუნას იასიკიავიჩუსი (ბარსელონა, მაქაბი, პანათინაიკოსი, ლიეტუვოს რიტასი, ფენერბახჩე, ჟალგირისი) – 2 343 (10.3).

18. ჯეი არ ჰოლდენი (აეკ, ცსკა) – 2 388 (11.4).

17. იოანის ბურუსისი (აეკ, ოლიმპიაკოსი, მილანი, რეალი, ბასკონია, პანათინაიკოსი) – 2 408 (8.4).

16. რუდი ფერნანდესი (ხუვენტუდი, რეალი) – 2 425 (10.3).

15. ნიკოლა ვუიჩიჩი (ასველი, მაქაბი, ოლიმპიაკოსი, ეფესი) – 2 444 (12.7).

14. დიმიტრის დიამანტიდისი (პანათინაიკოსი) – 2 495 (8.9).

13. მაიკ ბატისტე (შარლერუა, პანათინაიკოსი, ფენერბახჩე) – 2 495 (10.5).

12. იაკა ლაკოვიჩი (კრკა, პანათინაიკოსი, ბარსელონა, გალათასარაი) – 2 524 (11.5).

11. სერხიო როდრიგესი (ესტუდიანტესი, რეალი, ცსკა, არმანი) – 2 648 (10.5).

10. ანტე ტომიჩი (რეალი, ბარსელონა) – 2 731 (10.0).

9. მარკუს ბრაუნი (ტრევიზო, ეფესი, ცსკა, უნიკახა, ჟალგირისი, მაქაბი) – 2 739 (15.3).

8. მილოშ ტეოდოშიჩი (ოლიმპიაკოსი, ცსკა) – 2 807 (11.8).

7. სერხიო ლული (რეალი) – 2 945 (10.6).

6. ნანდო დე კოლო (ვალენსია, ცსკა, ფენერბახჩე) – 2 949 (16.2).

5. ფელიპე რეიესი (ესტუდიანტესი, რეალი) – 2 998 (8.6).

4. პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი, ხიმკი) – 3 012 (9.1).

3. გეორგიოს პრინტეზისი (უნიკახა, ოლიმპიაკოსი) – 3 112 (10.3).

2. ხუან კარლოს ნავარო (ბარსელონა) – 4 152 (12.1).

1. ვასილის სპანულისი (პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი) – 4 157 (13.0).