კავანის გული ესპანეთში მიუწევს

პრობლემა მხოლოდ ერთია

არახალია, რომ მადრიდის ატლეტიკოს პსჟ-დან ედინსონ კავანის გადაბირება სურს. ბოლო ინფორმაციით, როხიბლანკოში თავად ფეხბურთლსაც უნდა. ურუგვაელი გოლეადორი თვლის, რომ ატლეტიკოს სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება. მოლაპარაკებები დაწყებულია და ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ეს ელ მატადორის გასამრჯელოა.

 

შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ფორვარდს პსჟ-ში სიტუაცია აერია. ჯერ იყო და ნეიმართან ჰქონდა კონფლიქტი, შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობასთან, ახლა კი მაურო იკარდიმ ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან. ამ სეზონში კავანი სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ 5-ჯერ მოხვდა, სულ კი 11 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება ატლეტიკოს, სიმეონეს გუნდი 34 ქულით მე-4 ადგილზეა. უახლოეს შეხვედრას მადრიდელები ლევანტეს წინააღმდეგ გამართავენ.