რა დრო დადგა...

ლივერპულის მეკარე ალისონი ბრაზილიის წლის ფეხბურთელი გახდა. Samba Gold-ი ყოველწლიურად ასახელებს ევროპაში მოთამაშე ბრაზილიელს. ეს ხდება გულშემატკივრების, ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების გამოკითხვით.

ალისონმა ხმების 35,5 პროცენტი მიიღო. მეორეზე გავიდა რობერტო ფირმინო (23,5 %) და მესამეზე ტიაგო სილვა (10,5).

 

ალისონმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა, კოპა ამერიკა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

 

ისე, რა დრო დადგა... წინა საუკუნეში ვინ იფიქრებდა, რომ როდესმე ბრაზილიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდებოდა?! რაც თავი გვახსოვს, სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ბრაზილიელი მეკარეები დონით აშკარად ვერ შეესაბამებოდნენ თავდამსხმელებს, შემტევ ნახევარმცველებსა და ფლანგის მცველებს, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა - ფეხბურთი შეიცვალა.