ბასკონიამ ბარსელონა გააჩერა

შენგელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

ბასკონიამ, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, ევროლიგის მე-17 ტურში ბარსელონას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 76:74 დაამარცხა.

 

ბარსასთან გამარჯვებაში წვლილი ქართველმა სპორტსმენმაც შეიტანა. ჩვენებურმა პარკეტზე ნახევარ საათზე ცოტა მეტი გაატარა და გუნდს 13 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით დაეხმარა. თოკომ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.

 

აღსანიშნავია, რომ ბასკონიასთან წაგებამდე ბარსელონას ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული. ამ მომენტისთვის სტუმრები მე-3 ადგილზე არიან, შენგელიას გუნდი კი მე-12 პოზიციას იკავებს.