ABOLA: ხმაურიანი ქართული ტრანსფერი?

გიორგი მაკარიძე ბენფიკასა და სპორტინგს სურთ. ამის შესახებ პორტუგალიური საიტები წერენ, მათ შორის ყველაზე პოპულარული Abola.pt.

პორტუგალიელთა ცნობით, ვიტორია სეტუბალი მილიონ ევროს ითხოვს ქართველის სანაცვლოდ. გიორგი, როგორც იცით, კარგ სეზონს ატარებს ვიტორიაში და არაერთი მშრალი მატჩი დაუგროვდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება სატრანსფერო ამბები.

 

ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონატს ლიდერობს 39 ქულით, მეორეზე პორტუა (35), ხოლო მესამეზე - სპორტინგი (29).