უეფამ დავითაშვილი გამოარჩია

ახალგაზრდა ქართველი საუკეთესოთა შორის მოხვდა

უეფას ოფიციალური საიტის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 50 საუკეთესო ტალანტის სია შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.

 

„ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ნახტომი გააკეთა. დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის ჩემპიონატში გადავიდა. იგი შედეგიანი ფორვარდის სულიკო დავითაშვილის ვაჟი გახლავთ,“-ნათქვამია უეფას საიტზე.

 

დავითაშვილი თბილისის დინამოს აღზრდილია. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის შემდეგ, მან ლოკომოტივის მაისურა მოირგო, სადაც 1 სეზონი დაჰყო. წელიწადზე მეტია ზურიკო ყაზანის რუბინის ფეხბურთელია. ამ სეზონში დავითაშვილმა 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დავითაშვილი 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.