ოფიციალურად | ჩელსიმ ნახევარმცველი დაიბრუნა

ლონდონელებმა ფეხბურთელი დაიბრუნეს

ჩელსის ნახევარმცველი, დანი დრინქვოთერი, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით ბარნლიში ასპარეზობდა, ლონდონურ კლუბში დაბრუნდა.

 

29 წლის ფეხბურთელი კლარეტებში 2019 წლის აგვისტოში გადავიდა - ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა.

 

 

შეგახსენებთ, სექტემბერში ერთ-ერთ ღამის კლუბში ინგლისელი კონფლიქტში გაეხვა - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დრინქვოთერმა იჩხუბა. აღნიშნულმა ინციდენტმა ბარნლის თავკაცს, შონ დაიჩს, ინგლისელ ნახევარმცველზე განსხვავებული წარმოდგენა შეუქმნა - მას შემდეგ ფეხბურთელმა მწვრთნელის ნდობა სრულიად დაკარგა. მიუხედავად ამისა, ჩელსიმ საკუთარი მოთამაშე არ დააჯარიმა.

 

29 წლის ინგლისელი ჩელსიში 37 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 2017 წელს გადავიდა.

 

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 21 ტურის შემდეგ ბარნლი 24 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

 

რაც შეეხება ჩელსის, ლამპარდის შეგირდები 36 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ.