ავტოავარიაში გენგამის 23 წლის შემტევი დაიღუპა

ახალგაზრდა ფეხბურთელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გენგამის ახალგაზრდა შემტევი, ნატაელ ჟიულანი გარდაიცვალა. კლუბმა ტვიტერის საშუალებით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

 

"გენგამი გლოვობს. მომხდარის გამო კლუბი ღრმა მწუხარებაშია - დღეს საღამოს ჩვენი ფეხბურთელი, ნატაელ ჟიულანი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამ ტრაგიკულ დღეს ნატაელის ოჯახს თანაგრძნობას ვუცხადებთ", - ნათქვამია კლუბის მიმართვაში.

 

ჟიულანი გენგამში გასული სეზონის დასაწყისში ჰავრიდან გადავიდა. 2018/19 სეზონის მეორე ნახევარი მან ვალენსიენში იჯარით ითამაშა. წლევანდელ გათამაშებაში მან 3-ჯერ ითამაშა.