პეპი: ბარსას პირველი სეზონის შემდეგ ჩავარდნა მაქვს

ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტს უპასუხა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიმდინარე სეზონში საკუთარი მუშაობა შეაფასა.

ჟურნალისტი: "როგორც ერთხელ აქამდე თქვით, როგორც წესი, ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ გუნდი რეგრესისკენ მიდის. ამ სცენარით მიდის ყველაფერი, ანუ წლევანდელი სეზონი ჩაგდებულად მიგაჩნიათ?"


სრულიად გეთანხმები, მეგობარო. როგორც წესი, ყოველწლიურად ვგრძნობ, რომ ჩავფლავდი. ბარსელონაში მუშაობის პირველი სეზონის შემდეგ, როდესაც ჩვენ 6 ტიტული მოვიგეთ, ყოველი სეზონი ჩავარდნილად მიმაჩნია. გეთანხმები, მას შემდეგ წარუმატებელი ვარ", - უპასუხა გვარდიოლამ.

 

შეგახსენებთ, 2009 წელს პეპის ბარსელონამ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო - ლალიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.

 

ზედიზედ 2-ჯერ მოგებული პრემიერლიგის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მანჩესტერ სიტი 44 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.