რა გეჩქარებოდა...

ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი სამუშაოდ ჩინეთში წავიდა და გუანჯოუ ფულის მწვრთნელი გახდა. 

44 წლის ვან ბრონკჰორსტი ორი წლის განმავლობაში უკლუბოდ გახლდათ, მანამდე კი ოთხი წელი წვრთნიდა როტერდამის ფეიენოორდს და წარმატებულადაც: გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონი გახადა და ორჯერ თასიც მოაგებინა.

 

ვან ბრონკჰორსტი მაგარი მარცხენა მცველი გახლდათ: ფეიენოორდში, გლაზგო რეინჯერსში, არსენალსა და ბარსელონაში თამაშობდა. ჰოლანდიის ნაკრებში კი 106 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

 

44 წლისაა, ჯერ მხოლოდ ერთ ევროპულ კლუბში იმუშვა და უკვე ჩინეთში... გუანჯოუ ფული ჩინეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამჟამად გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ბელგიელი მუსა დემბელეა.