პაპუნაშვილი პანათინაიკოსში? მოლაპარაკებები...

გიორგი პაპუნაშვილი, შესაძლოა, საბერძნეთის პანათინაიკოსში გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა ბერძნულ პრესაში.

პანათინაიკოსის სპორტული დირექტორი ხავი როკა ესაუბრა სარაგოსას ხელმძღვანელებს და გარიგების საკითხები განიხილეს.

 

სხვათა შორის, პაპუნაშვილი ძალიან ახლოს იყო სანტარდერის რასინგში გადასვლასთან, მაგრამ ბოლოს ფინანსურ დეტალებში უთანხმოება წარმოიშვა.

 

რაც შეეხება პანათინაიკოსს, საბერძნეთის სუპერლიგაში მეშვიდე ადგილზეა. რთული პერიოდი უდგას. პანა ქვეყნის 20-გზის ჩემპიონი და 18-გზის თასის მფლობელია. დიდი კლუბია, ადრე ჩემპიონთა თასის ფინალშიც აქვს ნათამაშევი.