ბასილაშვილი VS ნადალი - სანახაობა და მარცხი...

ქართველმა ძალიან კარგად ითამაშა

ATP CUP-ის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ მეორე შეხვედრა გამართა. კორტზე, ერთმანეთის პირისპირ ნიკა ბასილაშვილი და რაფა ნადალი წარდგნენ. რა თქმა უნდა, ფავორიტი მსოფლიოს მოქმედი პირველი ნომერი იყო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მას საქმე ძალიან გაურთულა. 

 

პირველი სეტი ესპანელმა დაძაბულ ბრძოლაში, 1 ბრეიკით მოიგო, მეორეში კი ნამდვილი თრილერი ვიხილეთ. ნადალი ნიკას ორი ბრეიკით, 5:2-ს ამარცხებდა, ყველას შეხვედრა დასრულებული ეგონა, როდესაც ქართველმა ანგარიში გაათანაბრა. ძალიან ცოტა ჩოგბურთელი არსებობს, რომელსაც ეს გაუკეთებია ან შეუძლია, რის გამოც ბასილაშვილს ქება ორმაგად ეკუთნის.

 

საბოლოოდ, ნადალის სასარგებლოდ - 0:2 (3:6; 5:7)

 

მესამე შეხვედრა, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის წყვილებში - კარენო ბუსტა/ფელიციანო ლოპესი VS ალექსანდრე ბაქში/გიორგი ცივაძე - შედგება...