ნანსიმ ფანები სასაფლაოზე გააგზავნა

ფრანგული ნანსის ხელმძღვანელობას იაღლიში მოუვიდა.

კერძოდ, საახალწლოდ გულშემატკივრებს მილოცვა გაუგზავნა - ქალაქის მაკეტი და ონლაინ-რუკა, სადაც სტად მარსელ პიკოს სტადიონი იყო აღნიშნული წარწერით: „ჩემი ადგილი აქ არის“.

 

...თუმცა მოცემული იყო არა ნანსის სტადიონის, არამედ ნანსის სასაფლაოს კოორდინატები.

 

რა თქმა უნდა, ამ შეცდომამ ბევრი გულშემატკივარი გაამხიარულა და იყო სასაცილო კომენტარები. თუმცა იუმორთან ვინც მწყრალადაა, მათ ლანძღვა დაიწყეს.

 

კლუბის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა და უახლოეს დღეებში გულშემატკივრებს იქ მისვლას მოუწოდებს, სადაც მართლაც არის მათი ადგილი...