ჩვენი ადგილი

რაფაელ ნადალთან კინაღამ მეორე სეტი დავირტყით.  ნიკა ბასილაშვილი ახლოს იყო. 

0:6, 0:6 რობერტო ბაუტისტა აგუტთან. ესპანელი პირველ ათეულში ზის.

3:6, 5:7 რაფაელ ნადალთან. და ჩვენ (ოპერაციის შემდეგ) ნიკა ბასილაშვილი ავუშვით.

ესპანეთი ეიტიპის თასზე ფავორიტია. ესპანეთს აქ, ავსტრალიაში თქვენობით მიმართავენ და ესპანეთი ალბათ, ჩემპიონი გახდება.

ჩვენ ვსწავლობთ. ჯერ, მხოლოდ წაგებას, რომელიც ალბათ, ღირსეულთან ახლოს არ არის.

იმ, გეიმის მოუგებლად დასრულებულ თამაშში ჩვენს მეორე ნომერს - მეტრეველს ჰქონდა ორი გეიმის მოგების მშვენიერი შანსი. პირველი სეტის მეორე გეიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ...

ამ წინადადებაზე გამეცინა. უპირატესობას ფლობენ ჰოკეიში, როდესაც ყინულზე ერთით მეტი მოთამაშე ჰყავთ და ჩოგბურთში უნდა მოიგო.

ან - იგებ. ან - ვერ იგებ.

ბაუტისტა აგუტთან ცუდად წავაგეთ.  

რაფაელ ნადალთან კინაღამ მეორე სეტი დავირტყით.  ნიკა ბასილაშვილი ახლოს იყო.

მაგრამ „თითქმის“, „კინაღამ“, „არ გაგვიმართლა“, „დაგვწვეს“, „დედა გვიტირეს“ რომ ცოტა ხნით არ გავიხსენოთ, უბრალოდ, ესპანეთმა ჩვენს ადგილზე დაგვსვა.

საქართველომ შეიძლება, დარჩენილი ორი მატჩი მოიგოს. შეიძლება, ორივე წააგოს, მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობას - ნიკას გარდა, ბიჭებში ჩვენ კარგი მოთამაშე არ გვყავს.

ველოდებით ურუგვაის და იაპონიას.  

P.S. - ნიკამ რამდენიმე გეიმი ძალიან კარგად ჩაატარა.