არსენალმა რემზი დათმო

რემზიმ გეზი სერია ა-სკენ აიღო. 

გასული რამდენიმე თვის მანძილზე, აარონ რემზის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. ფეხბურთელს არსენალთან კონტრაქტი მაისის ბოლოს ეწურება, მეთოფეები მას ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, თუმცა უელსელი უარზე იყო.

 

La Republica-ს ცნობით, როგორც ჩანს ლონდონელები დანებდნენ. ბრიტანული გრანდი მე-8 ნომერთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან ნახევარმცველი ინტერს შეუერთდება. რემზის აგენტი იტალიელთა წარმომადგენლებს შეხვდა და კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკეს.

 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველის დამატება ბარსელონას, ჩელსის და მანჩესტერსაც სურდათ. რემზი არსენალში 2008-09 წლების სეზონიდან გამოდის. იგი სხვა და სხვა დროს ნოტინგემში და კარდიფში გახლდათ განათხოვრებული. ამ სეზონში აარონმა 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.