კარასკო იტალიაში უნდათ

ბელგიელი შემტევი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

იანიკ კარასკოთი ნაპოლია დაინტერესებული. ამის შესახებ Correire dello Sport-ი იუწყება. ცნობილია, რომ ტრანსფერის ინიციატორი ჯენარო გატუზოა, რომელიც გუნდში რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. იტალიელი თვლის, რომ კარასკო გუნდის სქემას იდეალურად მოერგება. 

 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევი ჩინური დალიან იაფინის ღირსებას იცავს. აზიურ კლუბში იგი 2018 წლის ზამთარში მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ კარასკო მშვენიერ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 26 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. 

 

რაც შეეხება ნაპოლის, გატუზოს გუნდს არცთუ ისე კარგი დრო უდგას. ნეაპოლეტანელებს 24 ქულა აქვთ, მე-8 ადგილზე არიან და უახლოეს მატჩს ინტერის წინააღმდეგ ჩაატარებენ.