ლამპარდმა ბაიერნის ფეხბურთელი მოინიშნა

ჩელსიმ 60 მილიონი გაამზადა

ლონდონის ჩელსი დაცვის გაძლიერებას აპირებს. The Mirror-ის ინფორმაციით, ლამპარდის გუნდს დავიდ ალაბას შეძენა სურს. ცნობილია, რომ არისტოკრატები მზად არიან ავსტრიელის სანაცვლოდ ბაიერნს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

 

 

ალაბა რეკორდმაისტერთათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნაკლებად სავარაუდოა მას მარტივად შეელიონ. იგი გერმანული გრანდის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2011 წლიდან გამოდის. ამ სეზონში ალაბამ 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება ჩელსის, ლამპარდის შეგირდებს 36 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან. აქვე გეტყვით, რომ 27 წლის ფეხბურთელის გარდა, ბრიტანელებს ფელიპე კოუტინიოს და ვილფრიდ ზაჰას შეძენაც სურთ.