გიორგი გაბედავა – მოწვევა პოლონეთიდან

ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი გიორგი გაბედავა, შესაძლოა, პოლონურ კლუბში გადავიდეს.

საუბარია სოსნოვეცის ზაგლებეზე, რომელიც ბოლო ადგილზეა და ბოლოსწინაზე მყოფს ხუთი ქულით ჩამორჩება.

 

საჩხერის ჩიხურას ფორვარდმა ამის შესახებ თავად გვითხრა: ზაგლებე კონტრაქტს მთავაზობს, მაგრამ ჯერჯერობით თავს იმიტომ ვიკავებ, რომ გამოკვეთილი აუტსაიდერიაო.

 

გაბედავას ქართული გუნდების ვარიენტებიც აქვს. სოსნოვეცის გუნდს რაც შეეხება, ცნობილი ლიტველი ვალდას ივანაუსკასი (დილას ყოფილი მწვრთნელი) თავკაცობს. წამყვანი ფეხბურთელია ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო.   

 

გიორგი გაბედავამ 22 გოლი გაიტანა ეროვნული ლიგის ამ სეზონში. ამდენივე მიითვალა დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემაც.