ანანიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ჯანო სპარტაკიდან ინათხოვრეს

ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, ჩვენებური დენიზლისპორის ღირსებას დაიცავს.

 

არახალია, რომ მოსკოვის სპარტაკი ქართველი ფეხბურთელის განათხოვრებას აპირებდა. 27 წლის შემტევის სახელს დენიზლისპორის გარდა ტულას არსენალსაც უკავშირებდნენ, სადაც გია გრიგალავა თამაშობს, თუმცა როგორც ჩანს ჯანომ თურქულ კლუბზე შეაჩერა არჩევანი. სათქმელია, რომ ბოლო დროს ჩვენებურს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 10 მატჩია.

 

დენიზლისპორი სუპერლიგიდან 2010 წელს გავარდა და უძლიერესთა რიგებს შარშან ზაფხულში დაუბრუნდა. ამ მომენტისთვის გუნდს 22 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.  

 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია