ბუღრიძე - ბელგიიდან ისევ საქართველოში

ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ ბეერსხოტს დაშორდა და თავისუფალი აგენტია. 

ირაკლი შარშან ამ დროს საჩხერის ჩიხურადან გადავიდა ბელგიურ კლუბში, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი თამაში უწევდა და ორი გოლი გაიტანა: ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან.

 

22 წლის გარემარბი საქართველოში გააგრძელებს კარიერას. კერძოდ რომელ კლუბში, ჯერ უცნობია.