მეტრეველმა წააგო - იაპონელები დაწინაურდნენ

ბასილაშვილმა აუცილებლად უნდა მოიგოს

ავსტრალიაში, ATP CUP-ის გათამაშება, ერთმანეთს საქართველოსა და იაპონიის ნაკრებები ხვდებიან. პირველ შეხვედრაში, ერთმანეთს ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველი და გო სოედა დაუპირისპირდნენ. 

 

იაპონელი რეიტინგში 121-ე ნომერია, ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა მეტრეველმა მას საქმე ძალიან გაურთულა. ჩვენებურმა პირველი სეტი მოიგო, თამაშშიც მეტი "ვინერსი" ჰქონდა, მაგრამ ასევე მეტი უნებლიე შეცდომა, რის ხარჯზეც საბოლოო გამარჯვება გო სოედას დარჩა - 1:2 (6:4; 3:6; 2:6)

 

შემდეგი შეხვედრა ნიკა ბასილაშვილსა და რეიტინგის 73-ე ნომერს, იოშიტო ნიშიოკას შორის გაიმართება.