ბასილაშვილმაც წააგო - იაპონიამ საქართველო დაამარცხა

ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ...

ავსტრალიაში, ATP CUP-ის გათამაშებაში, სამწუხაროდ, იაპონიის ნაკრებთან დავმარცხდით. ალექსანდრე მეტრეველის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იოშიტო ნიშიოკასთან წააგო - 0:2 (2:6; 3:6) და ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ. 

 

ნიკას მეორე სეტში 9 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, აქედან მხოლოდ ერთი გამოიყენა, ნიშიოკამ კი - 5-დან 2. 

 

წყვილებს შეხვედრას ჩვენთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ პრესტიჟია დასაცავი...