პარატიჩის იმედი...

იკარდის ტურინში ელიან

იუვეტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი იმედოვნებს, რომ მისი კლუბი როგორმე მაინც მოახერხებს და გადაიბირებს არგენტინელ მაურო იკარდის, რომელიც ახლა პსჟ-ს ღირსებას იცავს და ამ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. 

იკარდის დამატება იუვენტუსს ზაფხულშივე სურდა, თუმც მაშინ ტრანსფერი არ შედგა. პარიზულმა გრანდმა უფრო იყოჩაღა და ინტერსა და ფეხბურთელს უკეთესი პირობები შესთავაზა. არგენტინელი ფორვარდი პარიზში განათხოვრებით თამაშობს, მისი ტრანსფერის საბოლოო გამოსყიდვისას უპირატესი სიტყვაც ფრანგებს ეკუთვნით. იკარდის აყვანის მსურველს კი 70 მილიონის გადახდა მოუწევს.

მაურო იკარდიმ ინტერი იქ ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ დატოვა. არგენტინელი აშკარად არ შედიოდა იტალიელი მწვრთნელის გეგმებში და საზოგადო ლაპარაკისას ეს არც დაუმალავს. აი, იუვენტუსის თავკაცი მაურიციო სარი კი პირიქით, იკარგის შეასძლებლობების დიდი დამფასებელი ყოფილა და ამიტომაც ითხოვს მის ტრანსფერი კლუბმა მომავალ ზაფხულს მაინც მოაგვაროს.