ბაიერნი დორტმუნდის ფეხბურთელს დაუკავშირდა

ბაიერნს ფეხბურთელი დასჭირდა და დორტმუნდს მიადგა...

Marca-ს ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმის თამაშით ბაიერნი მოხიბლული იმდენადაა, რომ წინადადებას მადრიდში უახლოეს დღეებში გააგზავნის. საქმე იმაშია, რომ მაროკოელი ფეხბურთელი დორტმუნდში 2 წლიანი იჯარით თამაშობს, რომელიც 2020 წლის ზაფხულში მთავრდება, მისი სატრანსფერო უფლებები კი რეალს ეკუთვნის.

 

21 წლის ფეხბურთელს თამაში დაცვის ორივე ფრთაზე შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში გუნდისთვის ნახევარდაცვაშიც სასარგებლოა. რეალსა და ჰაკიმის შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, რეკორდმაისტერი კი ამით ცდილობს ისარგებლოს, თანაც, მადრიდელებს მარჯვენა ფლანგზე, სადაც მაროკოელი ყველაზე ხშირად თამაშობს, კარვახალი და ოდრიოზოლა ჰყავთ.

 

სავარაუდოდ, ბლანკოსში ჰაკიმის ადგილის მოძებნა სათადარიგოთა შორის მოუწევს, ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში თამაში კი მისთვის მომხიბვლელი უნდა იყოს...

 

ამ სეზონში მაროკოელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო, ორი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.