პსჟ-ს მილანის ორი ფეხბურთელი უნდა

ისე, როგორც 2012-ში

პსჟ-ს მილანისგან კვლავინდებურად ორი ფეხბურთელი უნდა. როგორც Corriere dello Sport წერს, ესენი ცენტრალური მცველი რომანიოლი და ნახევარმცველი ფაკეტა არიან. პარიზული კლუბი მზად არის, იტალიელებს წინადადება იანვარში გაუგზავნონონ.

 

წყაროს ინფორმაციით, პარიზელები ორივეს შესაძენად დაახლოებით 80 მილიონ ევროს განიხილავენ.

 

რომანიოლიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო, ფაკეტამ კი 13-ში.