ტოტი: რომაში დიდი ხნით აღარ გაჩერდებიან

ტოტიმ ყოფილ გუნდზე ისაუბრა

რომას ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, ყოფილ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

 

"ძალიან მეეჭვება, რომ ჩემს მსგავსად, რომაში ვინმემ 25 წელი ითამაშოს.

 

ასეთი ფეხბურთელი რომც გამოჩნდეს, მას სხვა კლუბი უმალვე გაიფორმებს. ამ გუნდის მაისურით დიდი ხნის განმავლობაში აღარავინ ითამაშებს", - თქვა ტოტიმ.

 

იტალიელმა რომაელთა შემადგენლობაში მთელი კარიერა გააატარა - ფრანჩესკომ ჯალოროსის რიგებში 25 წელი ითამაშა.

 

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში პაულო ფონსეკას შეგირდები 35 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.