დე როსიც მიდის

დანიელე დე როსი კარიერას ასრულებს. 

36 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბოკა ხუნიორსში თამაშობდა და არგენტინიდან წასვლა გადაწყვიტა. ბოკაში დე როსიმ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.

 

იყო ვარაუდი, რომ ცნობილი საყრდენი რომას დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს ჭორი გამოდგა. დე როსის ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა.

 

დე როსი 17 წლის განმავლობაში თამაშობდა რომაში. 2006 წელს კი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. 17 სანაკრებო გოლი აქვს და აქედან 3 საქართველოს კარში გაიტანა.