რუსეთი თუ ჩრდილოეთ კორეა?

რუსეთის ტელევიზია თავის სტიქიაშია

ჰოკეიში კანადის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩეხეთში გამართული ტურნირის ფინალში კანადელებმა რუსები ანგარიშით 4:3 დაამარცხეს.

 

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ რუსული სპორტული ტელეარხი "Матч ТВ" სკანდალში გაეხვა. ფინალური შეხვედრის ნაცვლად, ამ არხზე 2011 წლის მატჩი აჩვენეს - მაშინ რუსეთმა კანადა 5:3 დაამარცხა. ტელემაყურებელთა დიდი ნაწილი დაიბნა - გარკვეული დროის განმავლობაში გულშემატკივრებს ეგონათ, რომ თვალყურს პირდაპირ ეთერს ადევნებდნენ და რუსეთმა ტურნირი მოიგო - რეალურად რუსეთი დამარცხდა. ამ ფაქტმა გულშემატკივართა დიდი პროტესტი გამოიწვია.

 

ფინალის გარდა, ტურნირის ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი Матч ТВ-ს ეთერში გავიდა, მაგრამ ჩემპიონატის დასკნითი მატჩი რუსეთის პირველ არხზე გააშუქეს.