ანორთოსისი ლიდერია! - ქეცბაიას გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

ქეცბაია ანორთოსისს ჩემპიონობას უბრუნებს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში, ანორთოსისი ერთერთ აუტსაიდერს, პაფოსს ესტუმრა. ფავორიტად თემურ ქეცბაიას გუნდი მიიჩნეოდა და ამ სტატუსის გამართლება თავიდანვე დაიწყო - შილდენფელდმა სტუმრები უკვე მე-2 წუთზე დააწინაურა. 

 

პირველი გოლის შემდეგ, ანორთოსისმა კიდევ ორი გაიტანა, ორივე პენალტით, რომლებიც ზუსტად ესპანელმა რაიომ შეასრულა. 

 

თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი დააყენა: ლორია, დაუშვილი და კაჭარავა, რომელთაგან ბოლო ორი, მე-60 და 74-ე წუთებზე შეცვალა, მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. 

 

თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

 

შემდეგ ტურში, 12 იანვარს, ანორთოსისი აპოელს მიიღებს, რომელსაც ორი შეხვედრა რეზერვში აქვს და ჩვენებურების გუნდთან პოტენციურად 3 ქულა აშორებს.

 

ანორთოსისი კვიპროსის პირველ დივიზიონს ერთპიროვნულად ლიდერობს...