ბარსელონას სერიოზული პრობლემები აქვს

რა ხდება ბარსაში?

ლა ლიგაში პირველი წრე დასრულდა და სურათი ნათლად გამოიკვეთა. ცხრილის პირველ ადგილს ორი ესპანური გრანდი - რეალი და ბარსელონა იყოფენ. მიუხედავად ასეთი შედეგისა, ბარსას პრობლემები ნამდვილად აქვს

 

ვალვერდე

 

ენფილდზე განცდილი მარცხის შემდეგ, ვალვერდეს დატოვებაზე სრული პასუხისმგებლობა კლუბის ხელმძღვანელობამ აიღო. 

 

არადა, ბარსელონაში ისეთ დიდ სპეციალისტებს, როგორებიც რაიკაარდი, ლუის ენრიკე და პეპ გვარდიოლა არიან, რამდენიმე წლის შემდეგ კრიზისი დაეწყოთ, უფრო კონკრეტულად - რაიკარაარდს 4 წლის შემდეგ, ლუის ენრიკეს - სამი, გვარდიოლას კი - ოთხი.

 

დაცვა

 

მარკ ანდრე ტერ-შტეგენი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუმცა ყველა ბურთის აღებას ისიც ვერ ახერხებს. კატალონიელებმა 19 თამაშში 23 გოლი მიიღეს, რაც 2003/04 წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. ბარსამ თითქმის ორჯერ მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე მადრიდულმა გრანდებმა (12), უფრო მეტი, ვიდრე ატლეტიკმა (13), სევილიამ (18) და ხეტაფემ (20)

 

მოწინააღმდეგის მოედანი 

 

ბარსელონა საკუთარ კედლებში ბრწყინავს, თუმცა მეტოქის მოედანზე ასეთივე მრისხანე ვეღარ არის. მაგალითისთვის, ესპანიოლთან შეხვედრაც შეგვიძლია მოვიყვანოთ. გასათვალისწინებელია, რომ ბარსას, ლა ლიგის ეგიდით, შეხვედრები წინ სანტიაგო ბერნაბეუზე, მესტალიასა და სანჩეზ პისხუანზე ელოდება....

 

ქულები

 

პირველი წრის შემდეგ, 40 ქულა 2007/08 წლების მაჩვენებლის გამეორებაა. ამის შემდეგ, ბარსას ამაზე ცოტა ქულა არ მოუპოვებია. მეორე უარესი მაჩვენებელი ტატა მარტაინოს ეკუთვნის - 44.

 

მოედნის ცენტრი

 

ბოლო დროს ვალვერდე სერხი ბუსკეცსს სრულ ნდობას არ უცხადებს და ფეხბურთელიც პოტენციალს ბოლომდე ვერ ავლენს; რაკიტიჩი ცდილობს ისევ ძირითადის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდეს; არტურ მელოს ბევრი გაუცდა; კარლეს ალენამ ძირითად თერთმეტეულში დაიწყო, თუმცა ახლა იჯარით ბეტისში თამაშობს; ერთადერთი თანმიმდევრული და კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი არტურო ვიდალია, რომელიც რეგულარულად სათადარიგოთა სკამზე ზის. 

 

MSG

 

მესი, სუარესი, გრიზმანი საკუთარ კედლებში უკეთ თამაშობენ, ვიდრე გასვლაზე. მათ ანგარიშზე 31 გოლია - მესი 13; სუარესი 11 და გრიზმანი 7 - მაგრამ ისინი თუ ვერ იტანენ, ბარსელონა სერიოზულ პრობლემას ხვდება.