სიმსივნე დამარცხებულია - ჩოგბურთელმა ფოტო გამოაქვეყნა

როლან გაროსის ყოფილმა გამარჯვებულმა ავი სენი დაამარცხა

იტალიელმა ყოფილმა ჩოგბურთელმა, ფრანჩესკა სკიავონემ, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე სიმსივნის დამარცხების შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

 

შეგახსენებთ, მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა 7-კვირიანი დუმილის შემდეგ, გასული წლის 13 დეკემბერს საქვეყნოდ განაცხადა, რომ სიმსივნე საბოლოოდ დაამარცხა. იტალიელს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის გავლა დასჭირდა, რის გამოც მან თმა დაკარგა.

 

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სურათში 39 წლის სპორტსმენი მკურნალობის შემდეგ თავზე ახლად ამოსულ თმაზე იკიდებს ხელს.

 

View this post on Instagram

Felicita crescono tanto felicità

A post shared by Francesca Schiavone (@francescaschiav1) on


"რა ბედნიერებაა. თმა კარგად იზრდება", - დაწერა იტალიელმა.

 

სკიავონემ WTA დონის ტიტული 8-ჯერ მოიგო. 2010 წელს მან საფრანგეთის ღია პირველობაზე იმარჯვა.