კალაძე, იაშვილი, დემეტრაძე... დინამო და 7 გერმანული

11-12 იანვარს ბერლინში ტრადიციული ტურნირი გაიმართება მინი-ფეხბურთში და თბილისის დინამოც ითამაშებს. ეს ვეტერანთა ტურნირია. სულ 8 გუნდი იქნება და მხოლოდ დინამო იქნება არაგერმანული.

ქართული კლუბი ჯგუფში დორტმუნდთან, ლევერკუზენთან და შალკესთან მოხვდა. მეორე ჯგუფში კი იქნებიან ვერდერი, ჰერტა, უნიონ-ბერლინი და ტენის ბორუსია.

 

დინამო 11 იანვარს საღამოს ლევერკუზენთან და დორტმუნდთან ითამშებს, 12-ში შუადღით შალკესთან. 12 იანვარსვე, 19:00 საათიდან ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.

 

დინამოს შემადგენლობა ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი; ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალეკო ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ მარცვალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე.  

 

ქართველებს ადრეც აქვთ ნათამაშევი ამ ტურნირზე. იაშვილი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირიც გახდა.