გორგიაშვილი კარიერას დილაში გააგრძელებს

ნემსაძის გუნდი გაძლიერებას განაგრძობს

თორნიკე გორგიაშვილი გორის დილას ფეხბურთელია. 31 წლის ნახევარმცველმა კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდი იუწყება.

 

შეგახსენებთ, რომ გორგიაშვილი ბოლოს საბურთალოს ღირსებას იცავდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა კარიერა თბილისში დაიწყო, შემდეგ იყო ზესტაფონი, თბილისის დინამო, ცხინვალი, სამტრედია, ჩიხურა და ბოლოს როგორც უკვე გითხარით საბურთალო. წინა სეზონში თორნიკემ 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რამდენიმე დღის წინ გორელებმა დავით ხურცილავაც დაიმატეს.