111 - ლუკაკუს ზეიმი

რომელუ ლუკაკუმ მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა ინტერში. 

ნაპოლისთან (3:1) ორი გოლი გაიტანა და აქედან ერთი ისეთი, რომ მიმდინარე სერია ა-ს რეკორდი მოხსნა: მისი დარტყმული 111 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდა...

 

ლუკაკუს 18 ტურში 14 გოლი დაუგროვდა. ინტერში 18 ტურის თავზე ამდენი გოლი არავის არ ჰქონია გატანილი. 13 გოლი ჰქონდა კრისტიან ვიერის...