დრის ტურინელი

სარიმ, მერტენსიო

მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 9  გოლის გამტანი ნაპოლის ბელგიელი შემტევი დრის მერტენსი დღეს-ხვალ, შესაძლოა, იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს...
იტალიური პრესის ცნობით, ტურინული კლუბის თავკაცმა მაურიციო სარიმ ამ ფეხბურთელის დამატების შესახებ ხელმძღავნელობას უკვე თხოვა და თანხმობაც მიიღო.

 

dris mertens-ის სურათის შედეგი

 

იუვენტუსს ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონამდე ევროს გადახდა მოუწევს. საქმე ისაა, რომ ნაპოლისთან მერტენსის კონტრქტში აქტიური ხდება პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლები დროს დარჩება, ფეხბურთელის მსურველ კლუბს სწორედ საკომპენსაციო 10 მილიონის გადახდა მოუწევს. 
მაურიციო სარი მერტენსის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, ისინი ხომ ნაპოლიში ერთად იყვნენ.
32 წლის ფეხბურთელმა საკლუბოს გარდა თავი სანაკრებო მატჩებშიც გამოიჩინა - ბელგიის ნაკრების 13 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.