სერჯო პარისე სანაკრებო კარიერას ასრულებს

ლეგენდარულმა მესამეხაზელმა ეროვნულ გუნდში 142 კეპი მოიხვეჭა  

არგენტინული წარმოშობის ლეგენდარული იტალიელი მორაგბე სერჯო პარისე სანაკრებო კარიერას ასრულებს. 36 წლის მორაგბე უკვე დაუკავშირდა იტალიის ნაკრების ახალ მწვრთნელებს და სთხოვა ექვსი ერის რომელიმე საშინაო მატჩში ინგლისის ან შოტლანდიის ნაკრებთან ათამაშონ, რათა რომში, სტადიო ოლიმპიკოზე იტალიელი ქომაგების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით გამოეთხოვოს ეროვნულ გუნდს.

 

შეგახსენებთ, რომ სერჯო პარისეს დებიუტი იტალიის ნაკრებში 2002 წელს შედგა. მას მერე პარისემ ეროვნულ გუნდში 142 კეპი მოიხვეჭა.