დროგბა: აფრიკას ახალი მეფე ჰყავს

დიდიემ ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა

7 იანვარს ლივერპულის ფორვარდი, სადიო მანე აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კოტ-დ'ივუარის ნაკრებისა და ჩელსის ყოფილმა ფორვარდმა, დიდიე დროგბამ, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე სენეგალელს მიულოცა.

 

"აფრიკის ახალ მეფეს - სადიო მანეს. ვულოცავ სადიოს, ის სენეგალური ფეხბურთის აღორძინების სიმბოლოა", - დაწერა დროგბამ.