VIDEO: ვალენსია - რეალი | ესპანეთის სუპერთასი | მიმოხილვა

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის რეალმა ვალენსია დაამარცხა

ესპანეთის სუპერთასი განახლებული ფორმატით დაიწყო - ტურნირი საუდის არაბეთში მიმდინარეობს. წლევანდელ სეზონში სუპერთასი არა ორ, არამედ ოთხ გუნდს შორის გათამაშდება.


პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ვალენსია და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ზიდანის შეგირდებით გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

 

ვალენსია 1:3 მადრიდის რეალი (კროოსი 15'; ისკო 39'; მოდრიჩი 65'; პარეხო 90+2')

 

 

რეალის კარში დანიშნული პენალტი და პარეხოს გოლი

 

შეგახსენებთ, 9 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე ბარსელონა ატლეტიკოს შეხვდება.