Sky Sports: ჩელსი პორტუგალიელ ვარსკვლავს გაიფორმებს

ლამპარდმა 20 წლის ფეხბურთელს თვალი დაადგა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბენფიკას ნახევარმცველი, ჟედსონ ფერნანდესი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის ჩელსიმ პორტუგალიურ კლუბს ოფიციალურად მიმართა. ლურჯები ახალგაზრდა ფეხბურთელს 18-თვიან იჯარას სთავაზობენ. კონტრაქტის მიხედვით, ჩელსის მისი გამოსყიდვის უფლება ექნება - წელიწადნახევარში ლონდონელები 55 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

 

ლურჯები ფერნანდესის გამოსყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ფეხბურთელი ლონდონში ყოფნის დროს ჩელსის მატჩების ნახევარს მაინც ითამაშებს.

 

ახალგაზრდა პორტუგალიელისთვის ვესტ ჰემიც იბრძის, მაგრამ "ჩაქუჩების" შეთავაზება ნაკლებად სარფიანია - ისინი 33 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.

 

მიმდინარე სეზონში ჟედსონმა 13-ჯერ ითამაშა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მას 2023 წლამდე ბენფიკასთან კონტრაქტი აკავშირებს.