ნეიმარი: როდრიგო და ვინისიუსი დიდ ფეხბურთს ითამაშებენ

რა სჭირდებათ როდრიგოს და ვინისიუსს განვითარებისთვის?

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერმა, ნეიმარმა რეალის ორ შემტევზე, როდრიგოსა და ვინისიუსზე ისაუბრა

 

"ვინისიუსი და როდრიგო ამ ასაკშიც შესანიშნავად თამაშობენ. 

 

ისინი მოკლე დროში რეალში აღმოჩნდნენ, თუმცა სასწავლი ისევ აქვთ, ნელ-ნელა კიდევ მოუმატებენ და უკეთესიფეხბურთელებიც გახდებიან. 

 

ბრაზილიაში გულშემატკივრები მათგან ბევრს მოითხოვენ, უნდათ რომ უკვე სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ ასეთ სიმაღლეს განვითარება და დრო სჭირდება," - თქვა ნეიმარმა