ნეიმარმა საუკეთესო თქვა

ბრაზილიელმა საუკეთესო მცველი დაასახელა, მათ შორის ვის წინააღმდეგაც უთამაშია

პსჟ-ს ლიდერმა ნეიმარმა მის ერთერთ ბოლო ინტერვიუში სერხიო რამოსი საუკეთესო მცველად დაასახელა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

 

„კარიერის მანძილზე ბევრი რთული მოწინააღმდეგე შემხვედრია. ბევრ მცველს შეუქმნია ჩემთვის პრობლემა, ერთ-ერთი მათგანი სერხიო რამოსია. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელმაც რეალისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. თამამად ვიტყვი, რომ რამოსი საუკეთესო მცველია მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია,“-თქვა ფრანგთა მე-10 ნომერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმაა. უცხოელი ტაბლოიდები ხშირად წერენ, რომ ბარსელონა ზაფხულში კვლავ შეეცდება მის გადაბირებას.