როგორ შეიცვალა ფეხბურთი?!

ფეხბურთი სხვანაირი გახდა და კიდევ უფრო სხვანაირი იქნება

წლევანდელმა ამბებმა გვიჩვენა, რომ ფეხბურთი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. საფეხბურთო ევოლუცია სახეზეა. თუმცა ეს პირველად არ ხდება. 21-ე საუკუნეში ნოვატორი მოურიუნიუ იყო. პორტუგალიელმა თავის გუნდებს ისეთი დაცვა ასწავლა, რომ მოწინააღმდეგეს ცოტაოდენი გაბედულებისთვის სჯიდა. მან თანაფარდობა დაარღვია, თამაშის ახალი მეთოდი უჩვენა სხვებს.

და ეს სტილი ნორმად იქცა. უამრავმა ტოპ კლუბმა აითვისა მოუს ხერხი: ისინი შეგნებულად ელოდნენ მოწინააღმდეგის შეცდომას, თავად კი არ უტევდნენ. მხოლოდ კონტრუტევდნენ. და, ალბათ ასე იქნება ტოტენჰემშიც...

შემდეგ გამოჩნდა გვარდიოლა, რომელმაც თავის გუნდებს პოზიციურად შეტევა ასწავლა, რომელიც დაცვაზე ორიენტირებულ სჯიდა. ანუ, თუ გუნდი დაცვიდან თამაშს ეცდება, აუცილებლად დამარცხდება. ახლა, ეს სტილი თითქმის ყველამ აითვისა და გაითავისა. 

მაგრამ ახლა ლივერპულმა ფეხბურთის ვექტორი სხვა მხარეს მიმართა. ანუ, შემტევმა ფეხბურთმა აჯობა დაცვითს. სხვათა შორის, კლოპი დაახლოებით იმავეს დორტმუნდის ბორუსიაში ყოფნის დროსაც აკეთებდა, რასაც ახლა აკეთებს ლივერპულში. ყველას გვახსოვს მისი ლაღი და შემტევი დორტმუნდი.

Image result for jurgen klopp

 

ამავე დროს წინა სეზონში გამოჩნდა აიაქსი, რომელიც ულტრათანამედროვე ფეხბურთს თამაშობდა და მათი სტილის ამოსავალიც შეტევა გახლავთ. მართალია ლიგის ნახევარფინალში ტოტენჰემის ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ როცა იმ სეზონს გავიხსენებთ, უპირველესად რომანტიკული, ახალგაზრდა და შეტევი ამსტერდამული კლუბი გაგვახსენდება.

ტენდენცია იქით მიდის, რომ შეტევა უფრო სარფიანი გახდა, ვიდრე დაცვა. ცხადია, სხვებიც მათზე აიღებენ ორიენტირს და შემტევი ფეხბურთის თამაშს ეცდებიან, რაც ზოგადად ფეხბურთისთვის და უპირველესად გულშემატკივრისათვის ძალიან კარგია.

ბოლო წლებში იდეების ზოგადად თანაბარი წინააღმდეგობების მომსწრენი გავხდით. მაგალითად ზეწოლის მოყვარული ბარსელონა, ვალვერდეს ხელში უპირატესად დაცვითი ფეხბურთის გამო აკონტროლებს ბურთს, შემდეგ კი უსწრაფესი კონტრშეტევებით ცდილობს გამარჯვებას. ასეთი სტილით მოიგო ბოლო ორი პრიმერა.

Image result for josep guardiola

 

სამაგიეროდ ისტორიულად „დახურულმა“ ჩელსიმ ისეთი მწვრთნელი მიიწვია, რომელიც მხოლოდ შეტევაზეა დაგეშილი. ყოველ შემთხვევაში, ფრენკ ლამპარდის ხელში გუნდი ასე თამაშობს. 
პირველ სეზონში მას ბევრი გამოსდის, თუმცა ექსპერიმენტებიც ბევრია...

რაც ახლა ხდება, შემტევი ფეხბურთის ზეიმია. ფეხბურთისა, რომელიც ყველას უყვარს, ბოლო-ბოლო ეს თამაში უპირველესად ხომ სანახაობაა. ახლა, მგონი ტერმინებიც გადასახედია. ფეხბურთი სხვანაირი გახდა და კიდევ უფრო სხვანაირი იქნება, ვიდრე დაცვითი ტაქტიკის აპოლოგეტი ახალი მწვრთნელი არ გამოჩნდება.