კონტეს 31 მილიონი გაატანეს

 106 მილიონი მწვრთნელებისთვის

იტალიელ ანტონიო კონტესთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა ჩელსის 31 მილიონი ევრო დაუჯდა. ლონდონელებს ეს თანხა მხოლოდ მწვრთნელისთვის როდი გადაუხდიათ, მთელ სამწვრთნელო შტაბზე „გატყდა“. 

შეგახსენებთ, რომ კონტე არისტოკრატებბმა 2018 წელს, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს და რაკი მაშინ მხარეები საკომპენსაციო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, საქმე სასამართლოში წავიდა. საბოლოოდ გადახდილი თანხის რაოდენობა კი მხოლოდ ახლა გაცხადდა - ფინანსური წლის შეჯამებისას აღმჩნდა, რომ ლონდონელებს კონტესთვის და მისი გუნდისთვის 31 მილიონი გადაუხდიათ.

სათქმელია, რომ კონტე ჩელსის მწვრთნელის პოსტზე ასევე იტალიელმა მაურიციო სარიმ შეცვალა, ვინც აბრამოვიჩთან ერთი სეზონი გაძლო და სამშობლოში დაბრუნდა. ახლა კონტე ინტერთან, ხოლო სარი იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძიან.  


საინტერესოა ისიც, რომ რომან აბრამოვიჩის პრეზიდენტობაში ჩელსის მწვრთნელებისთვის კომპენსაციად სულ 106 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.