მანჩესტერი ალეგრის ელის

 სულშერის გაშვებამდე უარი არსენალს


ავტორიტეტიანი ბრიტანული პრესა წერს, რომ მანჩესტერის მომავალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იქნება. მართალია, კლუბის ამჟამინდელ თავკაც ოლე გუნარ სულშერს ჰგონია რომ თავის ადგილზე მყარად ზის, სხვანაირად ფიქრობენ ჩვენი კოლეგები და ამბობენ, სეზონის ბოლოს ნორვეგიელს კარისკენ მიუთითებენ...

ითქვა, ალეგრის დეკემბრში არსენალიდან დაუკავშირდნენ და გუნდის გაძღოლა თხოვეს, მაგრამ იმის იმედად, რომ მანჩესტერის მწვრთნელის პოსტი მალე გათავისუფლდება, ლონდონელთა წინადადებისგან შორს დაიჭირა. 

სულშერის ხელში მანჩესტერმა ბოლო ექვსი მატჩიდან ოდენ ორი მოიგო. ამასთან,  თანაქალაქელ სიტისთან ასოციაციის თასზე იმდენად უფერულად ითამაშა, საზოგადოებამ ბოლო დროის ყველაზე ცუდ მატჩად შეაფასა.