ბომბარდირის გზა: ტატანაშვილიც ზღვისპირეთში

დიმიტრი ტატანაშვილი ქობულეთის შუქურაში გადავიდა. 36 წლის ბომბარდირი ბოლოს ბოლნისის სიონში გახლდათ და ეროვნული ლიგის 14 მატჩში 4 გოლი მიითვალა.

 ზოგადად კი, ტატანაშვილი იმ 17 ფეხბურთელს შორისაა, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში 100 ან მეტი გოლი გაიტანეს. 115 დააგროვა. https://leadersport.ge/ge/news/details/10929  

 

ტატანაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლიც გაიტანა, კერძოდ, აზერბაიჯანთან ამხანაგურში (1:1). ეს 13 წლის წინ.

 

უცხოეთშიც თამაშობდა: ჩეხურ პლზენსა და კლადნოში, მერე კი უკრაინის ზაპოროჟიეს მეტალურგში.

 

შუქურას გიორგი შაშიაშვილი წვრთნის. გუნდმა ამ ზამთარს სამი ლოკომოტიველი დაიმატა: დავით ჯიქია, ლუკა კიკაბიძე, ირაკლი კომახიძე. შუქურამ ეროვნული ლიგა 2 მეხუთე ადგილზე დაასრულა. 

 

სალომე ბალახაშვილის ფოტო